დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე განცხადება გააკეთა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე განცხადება გააკეთა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს სჭირდება სტაბილურობა და ძლიერი ხელმძღვანელობა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ.

როგორც ტერეზა მეიმ აღნიშნა, ის ხვალ შუამდგომლობით მიმართავს თემთა პალატას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 8 ივნისს ჩატარების თაობაზე.

„ერთადერთი საშუალება უზრუნველყოთ გარკვეულობა და სტაბილურობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში მდგომარეობს“, - აღნიშნა ტერეზა მეიმ.