საქართველოში 22-27 აპრილს წვიმიანი ამინდი იქნება

საქართველოში 22-27 აპრილს წვიმიანი ამინდი იქნება

საქართველოში, 22-27 აპრილს დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ნალექის ინტენსივობა დღის მეორე ნახევარში შესუსტდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით 13-18 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე იქროლებს ქარი. ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 16-21 გრადუსი იქნება.

თბილისში ამაღამ და დილის საათებში იქნება ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 18 გრადუსია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება.

20 აპრილს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 24 გრადუსამდე, თბილისში - 24 გრადუსი.

21 აპრილს, დღის ბოლოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება.

22 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, საქართველოში დროგამოშვებით არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.