ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოსამართლეობის მსურველთა სიას ავრცელებს. მათგან ხუთ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

”კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსაგზავნი მოსამართლის 2016 წლის კონკურსში 47 კანდიდატი მონაწილეობდა.

მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსის ფარგლებში საბუთების მიღება 2017 წლის 21 თებერვალს გამოცხადდა და 13 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.