„ევროპული საქართველო“ სავარაუდოდ, ხვალ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე განცხადებას გააკეთებს

„ევროპული საქართველო“ სავარაუდოდ, ხვალ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე განცხადებას გააკეთებს

პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო“ სავარაუდოდ, ხვალ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე გააკეთებს განცხადებას.

როგორც “ინტერპრესნიუსს” დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა, კომისიის შემადგენლობის დატოვების თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს კომისიის წევრ სხვა პარტიებთან და შესაძლებელია განცხადება ერთობლივად გაკეთდეს.

ტუღუშის თქმით, არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რაზეც ოპოზიციური პარტიები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და რომელთა გათვალისწინებას “ქართული ოცნება” არ აპირებს. ამ კონტექსტში ტუღუში მანდატების განაწილების წესს და პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის საკითხს ასახელებს. მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

საკონსტიტუციო კომისია უკვე დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრებმა.