პარლამენტში სოციალური იდეების კონკურსის საფინალო პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში სოციალური იდეების კონკურსის საფინალო პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტმა დღეს სტუდენტურ კონკურსს - „გახადე შენი ქალაქი უკეთესი“ ფინალისტებს უმასპინძლა. კონკურსის იდეანაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს სოფო კილაძეს ეკუთვნის, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივსტუდენტების წახალისებას რეალობად აქციონ თავიანთი სოციალური იდეები, მეორე მხრივ, კი, ნაძალადევისმოსახლეობისთვის სოციალური კეთილდღეობის მოტანას.

პროექტი ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა თავიანთი იდეები გრიგოლ რობაქიძისუნივერსიტეტში წარადგინეს. საუკეთესო იდეების ავტორებმა დღეს, საქართველოს პარლამენტში ჟიურის და აუდიტორიისწინაშე თავიანთი პროექტების პრეზენტაცია გამართეს. პროექტის გამარჯვებული კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა, რომელსაცნაძალადევის N 17 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი სოფო კილაძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, გრიგოლრობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ანა ფირცხალაშვილი და ნაძალადევისN17 ოლქის მაჟორიტარული ბიუროს უფროსი ნინო კვარაცხელია წარმოადგენდნენ.

კონკურსის გამარჯვებული კრისტინე კირაკოსიანის პროექტი გახდა, რომელიც თბილისში, კერძოდ კი, ნაძალადევის რაიონშიმოძრავი სამარშუტო მიკროავტობუსების გადაადგილებაზე და მიმოსვლის განრიგზე მობილური აპლიკაციის შექმნასშეეხებოდა. გამარჯვებული პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ნაძალადევის რაიონში განხორციელდება. საფინალოპროექტების ავტორები სასწავლო კურსების ფასდაკლების ვაუჩერებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მათ ასევეშესაძლებლობა მიეცემათ სამუშაო პრაქტიკა სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროში გაიარონ.

„ნაძალადევისა და ლოტკინის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ მოხალისეობას. ამაში თბილისისმერია ძალიან აქტიურად გვეხმარება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ორმხრივად სასარგებლო შედეგს გამოიღებს,როგორც ჩვენი ოლქისთვის, ასევე მონაწილე სტუდენტებისთვის“, - განაცხადა სოფო კილაძემ კონკურსის შეფასებისას.

სტუდენტური კონკურსი დეპუტატის მაჟორიტარული ბიუროს ორგანიზებით და გრიგოლ რობაქიძის სახელობისუნივერსიტეტის და ქალაქ თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.