შესაძლოა, მანტიის მიღმა რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ როდესაც მანტია მაცვია, უხერხულობის საკითხი არც უნდა განიხილებოდეს

შესაძლოა, მანტიის მიღმა რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ როდესაც მანტია მაცვია, უხერხულობის საკითხი არც უნდა განიხილებოდეს

შესაძლოა, მანტიის მიღმა რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ როდესაც მანტია მაცვია, უხერხულობის საკითხი არც უნდა განიხილებოდეს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ზაზა თავაძემ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებულ სარჩელებზე ისაუბრა და გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმად, საფრთხეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი მანანა კობახიძეა.

”რაც შეეხება მანანა კობახიძეს, ჟურნალისტები მეკითხებიან, ხომ არ გიქმნით უხერხულობას, რომ პოლიტიკური ლიდერი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეაო. არა ვარ ის ადამიანი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ნიშნავს ან ირჩევს, შესაბამისად, უხერხულობა ჩემთვის მეათეხარისხოვანია. შესაძლოა, მანტიის მიღმა რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ როდესაც მანტია მაცვია, უხერხულობის საკითხი არც უნდა განიხილებოდეს”, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაირღვა თუ არა სამართლებრივი სტანდარტი, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა? - ზაზა თავაძემ უპასუხა, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში, თუ პირი პარლამენტის წევრი იყო, მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ უნდა გახდეს.

”ჩვენთან შეზღუდვა არ არსებობს, შესაბამისად, აკრძალულიც არ არის”, - დასძინა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.