საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ავტოპარკის გასაახლებლად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვის მიზეზებს განმარტავს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ზაზა თავაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ესკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
”2016 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტში დარჩა ნაშთი, რომლის ათვისებაც წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა და გადავწყვიტე, ძველი მანქანების პარკი გამეახლებინა. ლაპარაკია 2007-2008 წლებში გამოშვებულ ავტომობილებზე, რომლებიც შეკეთებას საჭიროებდა. ადრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ორი ავტომობილი ჰყავდა: "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200" და S-კლასის "მერსედესი", მე კი გადავწყვიტე, ორი ძვირად ღირებული ავტომობილის ნაცვლად, ერთი შეგვეძინა. მოსამართლეებს კი მაღალი სტატუსი აძლევთ საშუალებას, ისარგებლონ ისეთი ავტომობილით, რომლის შეძენის შესაძლებლობასაც ბიუჯეტი გვაძლევს”, - განაცხადა ზაზა თავაძემ.
ცოტა ხნის წინ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ შვიდი ავტომობილის შესაძენად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. პარტიის შეფასებით, ”ეს იმისათვის ხდება, რომ მანანა კობახიძე კომფორტში იყოს”.