სერგეი ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა

სერგეი ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. 

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ეწვევა. 18 აპრილს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიაში. 19 აპრილს, სოხუმში, სერგეი ლავროვსა და აფხაზეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებს განიხილავენ, ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და რუსეთ-აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ურთიერთქმედების კოორდინაციის საკითხს.