ლისაბონთან თვითმფრინავის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ლისაბონთან თვითმფრინავის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონთან ახლოს, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და საცხოვრებელ კვარტალში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ჩამოვარდა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავის სამი მგზავრი და პილოტი დაიღუპა. გარდაცვლილია იმ საცხოვრებელი რაიონის მცხოვრებიც, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ, ადგილზე მივიდა ქვეყნის პრეზიდენტი მარსელო რებელუ დუ სოზა. თვითმფრინავს შვეიცარიის რეგისტრაცია ჰქონდა და მარსელის მიმართულებით მიფრინავდა.