გერმანიის ხელისუფლება თურქეთს ქვეყნის ყველა ძალასთან კონსულტაციების რეკომენდაციით მიმართავს

გერმანიის ხელისუფლება თურქეთს ქვეყნის ყველა ძალასთან კონსულტაციების რეკომენდაციით მიმართავს

გერმანია თურქეთს მოუწოდებს, ეძებოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალასთან ქვეყანაში, რეფერენდუმის შემდეგ, რომლის შედეგადაც, ამომრჩეველთა უმნიშვნელო უმეტესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ამ ცვლილებებით თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება იზრდება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

„ხმათა თითქმის თანაბარი გადანაწილება აჩვენებს, რამდენად ღრმად არის თურქეთის საზოგადოება დაყოფილი და ხაზს უსვამს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც თურქეთის სახელმწიფო ხელისუფლებას და პირადად, პრეზიდენტს ერდოღანს ეკისრება“, - ნათქვამია გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 17 აპრილს გამოქვეყნდა.

მერკელი და გაბრიელი აცხადებენ, რომ გერმანიის მთავრობა მხედველობაში ღებულობს კენჭისყრის წინასწარ შედეგებს და პატივს სცემს თურქეთის მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო წესრიგთან დაკავშირებით.