პრეზიდენტი და პირველი ლედი საპატრიარქოში აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ

პრეზიდენტი და პირველი ლედი საპატრიარქოში აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპატრიარქოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ და პატრიარქსა და სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი სადღესასწაულო ტრაპეზზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან, დეპუტატებთან და დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდა.