მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი რესპუბლიკელ ბერძენიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდებს

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი რესპუბლიკელ ბერძენიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდებს

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეზე საუბრისას მეტი კორექტულობა უნდა გამოიჩინოს. 

ამის შესახებ რუხაძემ "პირველთან" განაცხადა.

"პირველთან" საუბარში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა აღნიშნა, რომ არც დღევანდელი ხელისუფლება და არც პარლამენტის თავმჯდომარე უტაქტო შინაარსის ფრაზებს არ იმსახურებენ.

"ჩემი აზრით, როგორც იცით მე კულტურის წარმომადგენელი ვარ, მეტი კორექტულობა, გაწონასწოსწორებული განცხადებები უნდა გაკეთდეს. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ამ ეტაპზე მთავრობის წარმომადგენლებმა გადადგეს კონკრეტული, სწორი ნაბიჯები ევროპისკენ, რაც ძალიან დასაფასებელია. ასევე გარკვეული ცვლილილებები, რომლებიც ტარდება, ძალიან რეალური და მიზანშეწონილია. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმეორდები, ბერძენიშვილისადმი პატივისცემის მიუხედავად, საჭიროა მეტი კორექტულობა", - განაცხადა რუხაძემ.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განსხვავებულ აქცენტებში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი კრიტიგული დამოკიდებულება გამოხატა და მათ "გაუნათლებელი" უწოდა.