დეპუტატი რესპუბლიკელების ლიდერს საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს

დეპუტატი რესპუბლიკელების ლიდერს საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე პარლამენტის თავმჯდომარისადმი რესპუბლიკელების ერთ–ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებას საზოგადოებისადმი უპატივცემულობად მიიჩნევს.

„ჩემი აზრით, ასეთმა ადამიანმა თავისი პარლამენტის თავმჯდომარეს ამ სიტყვებით არ უნდა მიმართოს იმიტომ, რომ არსებობს საჯარო დისკუსიის რაღაც ფარგლები. ასეთი შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რომელიც მეორე დღეა მესმის, არასასიამოვნოა არა მართო ჩემთვის, არამედ ჯანსაღი საზოგადოების ყველდა წევრისთვის. არ უნდა ესწასვსლებოდეს ამ პატივცემულ ადამიანებს ჩვენგან ზრდილობა, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკური დღის წესრიგი რატომღაც განსაზღვრავს იმ გარემოებას, რომ ეს ადამიანი ასეთ უპატივისმცემლო დამოკიდებულებას იჩენს, როგორც ეს იყო გუშინ“, – განაცხადა დეპუტატმა აკაკი ზოიძემ.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განსხვავებულ აქცენტებში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი დამოკიდებულება გააკრიტიკა და მას "გაუნათლებელი" უწოდა.

"პარლამენტის თავმჯდომარეს, არ უყვარს პრეზიდენტი, ეს გასაგებია. მიდის პრეზიდენტი მასთან სტუმრად, არ უყურებს სახეში და გვერდით იხედება. ჩვენ ვამბობთ, რომ სახლში არ არის გაზრდილი. რომ ესწავლა ვაჟა ფშაველას სტუმარ-მასპინძელი მაინც, ეცოდინებოდა, რომ სტუმარი რომ მოდის, პრეზიდენტი, კაცი კი არა, უბრალოდ სტუმარი, იმას უნდა შეხვდე. ჩვენი განათლება ამას გვასწავლის, ის უბრალოდ გაუნათლებელია. არა მარტო ირაკლი კობახიძე, ჩვენი მთავარი პრობლემა ეს არის", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.