იერუსალიმის ძველ უბანში

იერუსალიმის ძველ უბანში "ვია დოლოროსას" გზაზე მსვლელობაში საქართველოდან ჩასული 100-ზე მეტი მომლოცველი მონაწილეობდა

იერუსალიმის ძველ უბანში "ვია დოლოროსას" გზაზე მსვლელობაში დღეს საქართველოდან ჩასული 100-ზე მეტი მომლოცველი მონაწილეობდა. 

წითელ პარასკევს იერუსალიმში, ტრადიციისამებრ "ვია დოლოროსას" გზაზე მსვლელობა მოეწყო. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქრისტიანები მონაწილეობდნენ. მათ შორის საქართველოდან ჩასული მორწმუნეებიც. 

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე "ვია დოლოროსას" გზა გაიარა. მარშრუტი ძველი იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭიდან იწყება და 600 მეტრის დაშორებით მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება.