იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ძალიან კარგი მინისტრი, მეც არ მგონია ამ ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტის ცუდი თავმჯდომარე ვიყო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა იუსტიციის მინისტრად დაინიშნოს.
რაც შეეხება კითხვას, დათანხმდება თუ არა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გადანაცვლებას, თუ შეთავაზებას მიიღებს, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხი არც განხილულა და არც მინიშნება ყოფილა ამასთან დაკავშირებით.
"კარგი ხელმძღვანელი ჰყავს ამ სამინისტროს და მეც ბევრი საქმე მაქვს ამ კომიტეტში",- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ბესელიამ შესაძლოა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანი ჩაანაცვლოს, წულუკიანმა კი საქმიანობა სტრასბურგის სასამართლოში განაგრძოს.