სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხზე გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებს

სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხზე გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებს

როგორ გავაგრძელებთ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას საკონსტიტუტიო პროცესის ფარგლებში, საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს შესაბამისი განხილვების და მსჯელობის შემდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რამდენად განიხილავს მისი პარტია დატოვოს საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში, ისინი დაესწრებიან დღევანდელ სხდომას.

„წარმოდგენილია, ფაქტობრივად, კონსტიტუციის ახალი პროექტი. წარმოდგენილია ასევე რამდენიმე ალტერნატიული წინადადება. ჩვენ მოვისმენთ განხილვებს კომისიის ფაგრლებში, გავეცნობით წარმოდგენილ დოკუმენტებს. სამწუხაროა, რომ აშკარად გამოიკვეთა ხელისუფლების სურვილი, იგნონირება გაუკეთოს საზოგადოებრივ აზრს, ისევე, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აზრს კონსტიტუციის თაობაზე. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასეთ დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობს მიიღოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი მოსაზრებები, რომელიც ეწინააღმდეგება წარმოდგენილ პროექტს.
ჩვენ ვიმსჯელებთ ზოგადად საზოგადოებრივ განწყობაზე, ამ დოკუმენტებზე, რომელიც წარმოდგენილია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს შესაბამისი განხილვების და მსჯელობის შემდეგ, როგორ გავაგრძელებთ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას საკონსტიტუტიო პროცესის ფარგლებში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.