თურქეთის ქალაქ დიარბაქირის უსაფრთხოების სამმართველოს შენობაში აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ დიარბაქირის უსაფრთხოების სამმართველოს შენობაში აფეთქება მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ დიარბაქირში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება პროვინციის უსაფრთხოების სამმართველოს შენობაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი.

ინციდენტის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურები.