აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილის ერიკ ტრამპის განცხადებით, მისმა დამ ივანკა ტრამპმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, დარტყმა განეხორციელებინა სირიაზე.
„ივანკა გულგატეხილი და აღელვებული იყო იდლიბში ქიმიური იარაღით თავდასხმის გამო“, - განუცხადა მან ბრიტანულ გაზეთს The Daily Telegraph.
„ივანკა სამი შვილის დედაა და მას გავლენა აქვს. დარწმუნებული ვარ, მან მამას უთხრა: „მისმინე, ეს საშინელებაა“. მამაჩემი ასეთ დროს ქმედებებისკენ გადადის“, - განაცხადა მან.
ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ივანკა ტრამპის გავლენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრამპის მიერ სირიაზე საჰაერო დარტყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.