სოფელ ხარებას საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი „სასწავლო პროექტი ფიზიკაში“ ჩაუტარდათ

სოფელ ხარებას საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი „სასწავლო პროექტი ფიზიკაში“ ჩაუტარდათ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარებას საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი სახელწოდებით „სასწავლო პროექტი ფიზიკაში“ ჩაუტარდათ. გაკვეთილის ცენტრის ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნუგზარ მოსულიშვილი და  პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებლი  ნესტან მიქაძე უძღვებოდნენ.

გაკვეთილი მიზნად ისახავდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ, ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეების დაინტერესებას.

ლექციაზე იმსჯელეს  დიდ სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე თანამედროვე კვლევებზე, სამეცნიერო მიღწევებზე და ამ კვლევების დანიშნულებაზე. სამყაროს წარმოშობაზე და მის ევოლუციაზე, შორეულ გალაკტიკებში არსებულ საინტერესო ობიექტებზე, იქ მიმდინარე პროცეზებზე და ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიებში.

ასევე, მოსწავლეებს საშუალება ქონდათ  გერმანული წარმოების „PHYWE“-ს ლაბორატორიის დახმარებით საკუთარი ხელით ჩაეტარებინათ მარტივი და თანამედროვე ტექნოლოგიებით სასკოლო ექსპერიმენტები.

პროექტის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრას, სადაც ისინი განიხილავენ ცდის მონაცემების მიხედვით გამოთვლილ ცდომილებებს, მოამზადებენ პრეზენტაციებს და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს გაუზიარებენ.