სტოკჰოლმის პოლიციამ დღევანდელ შემთხვევაში ეჭვმიტანილი დააკავა

სტოკჰოლმის პოლიციამ დღევანდელ შემთხვევაში ეჭვმიტანილი დააკავა

სტოკჰოლმის პოლიციამ დღევანდელ შემთხვევაში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გარდა ამისა, „შვედეთის რადიოს“ ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ხუთ ადამიანს შეადგენს, თუმცა პოლიციამ მხოლოდ სამი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.

პოლიციამ ცენტრალურ სადგურზე მეტროს ხაზები დახურა.

სამართალდამცველები არ ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ მართავდა სატვირთო მანქანას.

სტოკჰოლმში ცოტა ხნი წინ ხალხში სატვირთო ავტომანქა შევარდა. არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მანქანა სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.