იმედი გვაქვს, პრეზიდენტი გამოსვლისას სიმართლეს იტყვის და ყველა მანკიერ მხარეზე გაამახვილებს ყურადღებას

იმედი გვაქვს, პრეზიდენტი გამოსვლისას სიმართლეს იტყვის და ყველა მანკიერ მხარეზე გაამახვილებს ყურადღებას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყველა იმ მანკიერ საკითხზე გაამახვილოს ყურადღება, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა.

,,ყველა სახის ცვლილება რასაც მმართველი ხელისუფლება აკეთებს, ეს იქნება კონსტიტუცია, საარჩევნო კანონი და სხვა მიმართულია ერთი მიზნისკენ, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ძალაუფლებით, ადმინისტრაციული რესურსით, მათ უნდათ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. არავითარი სახელმწიფო ინტერესები არ არის იმაში, რომ მედია იყოს თავისუფალი, კარგად მოუსმინონ ხალხს. ეს არის ძალაუფლებისათვის ბრძოლის ძალიან უხეში ფორმა. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი დღეს გამოსვლისას იტყვის სიმართლეს და იმ ყველა მანკიერ მხარეზე გაამახვილებს ყურადღებას , რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით საზოგადოების წინაშე 12 საათზე წარსდგება.