პრეზიდენტი უკვე პარლამენტშია

პრეზიდენტი უკვე პარლამენტშია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელიც. 

სხდომა, რომელზეც პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება, 12:00 საათისთვის არის დანიშნული.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. 
პარლამენტის ბიუროს 3 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისათვის, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული, გათვალისწინებულია 5-5 წუთი. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს (”ნაციონალური მოძრაობა” და ”საქართველოს პატრიოტები”) დაეთმობა - მათთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ უმცირესობას და უმრავლესობას ცალ-ცალკე 45-45 წუთი დაეთმობა, ხოლო შემდეგ გამოვლენ ვიცე-სპიკერები 10-10 წუთით. 

ბოლოს ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს, რომლის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი.