უმრავლესობის გამოსვლების შინაარსი განპირობებული იქნება პრეზიდენტისა და ოპოზიციის სიტყვით გამოსვლების შინაარსით

უმრავლესობის გამოსვლების შინაარსი განპირობებული იქნება პრეზიდენტისა და ოპოზიციის სიტყვით გამოსვლების შინაარსით

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტმა დღეს სიტყვით გამოსვლისას თავისი ხედვა უნდა წარადგინოს. 

გიორგი კახიანის თქმით, უმრავლესობის წევრების დღევანდელი გამოსვლების შინაარსი განპირობებული იქნება პრეზიდენტისა და ოპოზიციის სიტყვით გამოსვლების შინაარსით.

„თუ წინა პრაქტიკას გავიხსენებთ, როგორც წესი, პრეზიდენტი 40-45 წუთით სარგებლობდა. მისი გადასაწყვეტია, რა დროით ისარგებლებს. პრეზიდენტმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თავისი ხედვა უნდა წარმოაჩინოს. ამიტომ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და მის გამოსვლას დაველოდები, რომლის შემდეგ შეიძლება დასკვნების გაკეთება“, - აღნიშნა კახიანმა. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 12.00 საათზე წარდგება.