ვლადიმერ პუტინი აშშ-ს მიერ სირიაზე განხორციელებულ სამხედრო იერიშს „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად“ აფასებს

ვლადიმერ პუტინი აშშ-ს მიერ სირიაზე განხორციელებულ სამხედრო იერიშს „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად“ აფასებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ დარტყმას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. 

„პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და განხორციელებულია მოგონილი საბაბით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. 

როგორც ცნობილი გახდა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. 

საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. 

ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.