მიხეილ რამიშვილი - მამა გიორგის საქმეზე რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიკითხა და ახალი ჩვენებები პირველ დაკითხვასთან სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის

მიხეილ რამიშვილი - მამა გიორგის საქმეზე რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიკითხა და ახალი ჩვენებები პირველ დაკითხვასთან სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიკითხა და ახალი ჩვენებები პირველ დაკითხვასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. 

ადვოკატი ამ ეტაპზე ხელახლა დაკითხული მოწმეების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებების გარკვეული ნაწილი პირველად ჩვენებებთან „სერიოზულ წინააღმდეგობაშია“.

”მასალებში არის ახალი დაკითხვის ოქმები. განმეორებით დაიკითხა რამდენიმე ადამიანი და არის რაღაცები, რითაც საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდიან პირველ ჩვენებასთან - მათ ჩვენებებში ცვლილებებია. ახლა დამატებით ველოდებით ახალ მასალას ხვალისთვის და გვექნება საშუალება ყველაფრის შეჯამების”, - განაცხადა გუშინ მიხეილ რამიშვილმა. 

ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის ე.წ. ციანიდის საქმეზე ახალი მოწმეები არ გამოჩენილან და დამატებით არც სასულიერო პირები დაკითხულან.