ადა მარშანია - პრეზიდენტისგან გვაინტერესებს, ოკუპირებული ტერიტორიების და ქვეყნის ძალიან მძიმე ეკონომიკური პროცესიდან გამოსვლის საკითხები

ადა მარშანია - პრეზიდენტისგან გვაინტერესებს, ოკუპირებული ტერიტორიების და ქვეყნის ძალიან მძიმე ეკონომიკური პროცესიდან გამოსვლის საკითხები

,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ ადა მარშანიას განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მნიშვნელოვანია. 
 როგორც ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტთან მათ შეკითხვები ექნებათ, რომელიც, ძირითადად, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება. 

”მნიშვნელოვანია, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა. ეს არის სერიოზული მოვლენა, ამიტომ ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. გვექნება ჩვენი შეკითხვებიც. გვაინტერესებს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ასევე, როგორ აპირებს ქვეყანა და პრეზიდენტი ძალიან მძიმე ეკონომიკური პროცესიდან გამოსვლას. მიგვაჩნია, რომ ეს ორი საკითხი ქვეყანაში არის პრიორიტეტული“, - განაცხადა ადა მარშანიამ. 

საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსნებით პარლამენტში დღეს წარდგება.