მედია - თურქეთში მყოფ რამდენიმე ათეულ ჰოლანდიის მოქალაქეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას არ აძლევენ

მედია - თურქეთში მყოფ რამდენიმე ათეულ ჰოლანდიის მოქალაქეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას არ აძლევენ

თურქეთში მყოფ ნიდერლანდების ათობით მოქალაქეს, რომლებიც თურქული წარმომავლობის არიან, ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. ამის შესახებ გამოცემა „Nos.nl“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ადამიანებს, რომლებიც თურქეთში დასასვენებლად ან ნათესავების მოსანახულებლად იმყოფებოდნენ, ქვეყანას არ ატოვებინებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი რეჯებ ტაიპ ერდოღანს და მის მმართველობას აკრიტიკებდნენ. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ წყაროები ასეთი ადამიანების სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ეკონტაქტებიან ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. თუმცა, მათ რაოდენობას არ ასახელებენ. სამინისტრო უკვე დაუკავშირდა თურქეთის ხელისუფლებას. 
გამოცემა ასევე წერს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთის ხელისუფლება ჰოლანდიელებს ქვეყნის დატოვების საშუალებას არ აძლევს, თურქ სასულიერო პირთან, ფეთჰულა გიულენთან მათი შესაძლო კავშირია.