მორჩა, ევროპა ჩამოჭკნა, ყველა ის ღირებულება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ, ჩამოინგრა

მორჩა, ევროპა ჩამოჭკნა, ყველა ის ღირებულება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ, ჩამოინგრა

ევროპა უკვე აღარ არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ცენტრი, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბალიქესირის პროვინციაში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება.

„ევეროპა აღარ არის მეტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ცენტრი. ევროპა დღეს ნაციზმისა და ტირანიის ცენტრია“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, ევროპამ მიაღწია ამგვარ წერტილს. „მორჩა. ევროპა ჩამოჭკნა. მაგრამ ის ძვირ ფასს გადაიხდის ამისთვის, ძალიან ძვირს. ყველა ის ღირებულება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ, ჩამოინგრა“, - განაცხადა ერდოღანმა. 

მისი თქმით, „მილიარდობით ადამიანის თვალში ევროპა უკვე აღარ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ცენტრი. ევროპა დღეს ტირანიის, ძალადობისა და ნაციზმის ცენტრია“. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ „დღეს ევროპაში რასისტული პარტიები დომინირებენ“ და, შესაბამისად, „ევროპას არ გააჩნია იმის საფუძველი, რომ მსოფლიოს ჭკუა ასწავლოს“.