დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წარმომადგენლებსა და უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს იაროსლავ დავიდოვიჩს შეხვდა. ცნობილი ექსპერტი იაროსლავ დავიდოვიჩი საქართველოში „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ მოწვევით ჩამოვიდა. იგი იქნება სპეციალური მრჩეველი და დახმარებას გაუწევს კომიტეტს საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის რეკომენდაციების მიცემაში.
დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოში მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო იყო. შეხვედრას „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ პრეზიდენტი ტომ ნოლანი და კომიტეტის წევრები: რონ ხიჩი, ჯო რაის ჯონსონი და ბრაიან მეფორდი ესწრებოდნენ.