ე.წ.სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმი არის მორიგი დესტრუქციული, პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან

ე.წ.სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმი არის მორიგი დესტრუქციული, პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ე.წ.სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ.რეფერენდუმს რუსეთის მხრიდან დესტრუქციულ და პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.

როგორც ვიქტორ დოლიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე, სამწუხაროდ, საქართველოს მხოლოდ ერთი ბერკეტი აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის რაც შეიძლება აქტიური თანამშრომლობა და ჩართულობა ამ საკითხში.

„ეს არის მორიგი დესტრუქციული, პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, რაც არაერთხელ შეგვიფასებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვიყენებთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებს ძალიან ეფექტურად ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ როგორც ნიუ-იორკში, ისე ვენაში თუ ჟენევაში გაკეთებულმა განცხადებებმა ეს ყველაფერი დაადასტურა. სამწუხაროდ, მხოლოდ ეს ბერკეტი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან პროაქტიური თანამშრომლობა“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.