კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს სირიაში, რომ რუსეთმა თავი შეიწუხოს

კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს სირიაში, რომ რუსეთმა თავი შეიწუხოს

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთი და სირიის მთავრობა, იდლიბის პროვინციაში ოთხშაბათს მომხდარი ქიმიური შეტევის გამო, გააკრიტიკა. ამის შესახებ CNN იუწყება.

„როდესაც გაერო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას იმოქმედოს კოლექტიურად, სახელმწიფოების ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საკუთარი ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნიკი ჰეილიმ სირიის მთავრობა და რუსეთი დაგმო.

„კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რუსეთმა რომ თავი შეიწუხოს?“ - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

სხდომაზე ნიკი ჰეილიმ დამსწრეებს სირიელი ბავშვების სურათები აჩვენა და დასძინა: „შეხედეთ ამ სურათებს. ჩვენ არ შეგვიძლია თვალები დავხუჭოთ ამ სურათებზე. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიმოქმედოთ“.