სანკტ-პეტერბურგში საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუვნებელყოფილია, - განაცხადა სანკტ-პეტერბურგის ნევსკის უბანის ხელმძღვანელმა კონსტანტინე სეროვმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით სანკტ-პეტერბურგში 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ბინადრების ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ ბინაში საეჭვო საგანი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბინას შუა აზიის ქვეყნების სამი მოქალაქე ქირაობდა, რომლებიც პოლიციამ უკვე დააკავა.