ლევან კობერიძე: პრეზიდენტის გამოსვლის დროს რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით

ლევან კობერიძე: პრეზიდენტის გამოსვლის დროს რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით

მმართველი გუნდი პარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებს იმისთვის, რომ ისაუბროს საკითხებზე, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურია, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი კრიტიკულ შეკითხვებს ყოველთვის პასუხობს.

,,მმართველი გუნდი როგორც სხვა დროს, პარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებს იმისთვის, რომ ისაუბროს საკითხებზე, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურია. ვერანაირ ფორსმაჟორულ სიტუაციას ვერ ვხედავ იმაში, რომ ვიღაცას შეიძლება კრიტიკული კითხვა ჰქონდეს მმართველი გუნდის მიმართ. მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყნის მართვის დროს დასმულ კრიტიკულ კითხვებს უპასუხოს. ეს, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. ამიტომ პრეზიდენტის გამოსვლის დროს რაიმე განსაკუთრებულს არც ველოდებით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში დეპუტატების წინაშე 7 აპრილს წარსდგება.