პარადოქსია, რომ დეპუტატს უფლება არ აქვს კონტრაქტში ჩაიხედოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს

პარადოქსია, რომ დეპუტატს უფლება არ აქვს კონტრაქტში ჩაიხედოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს

,,პარადოქსი და სირცხვილია ის, რომ პარლამენტის წევრს უფლება არ ჰქონდეს, იმ კონტრაქტში ჩაიხედოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს“, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ,,გაზპრომთან“ დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფისთვის ცნობილი იყოს.

,,პარადოქსი და სირცხვილია ის, რომ პარლამენტის წევრს უფლება არ ჰქონდეს, იმ კონტრაქტში ჩაიხედოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს. პარლამენტის ღირსების საკითხია ის, რომ კანონი არსებობდეს, რომლითაც ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის ფარგლებში შეგვეძლება, „გაზპრომის“ კონტრაქტი ვნახოთ. მთელი პარლამენტი - უმცირესობა და უმრავლესობა იძულებული არიან, იმ კონტრაქტზე ისაუბრონ, რომელიც ნანახი საერთოდ არ აქვთ. ეს მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ. დღეს არსებული კანონით, ნდობის ჯგუფი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ნახვას არ ითვალისწინებს. გვინდა, რომ კანონი შევქმნათ, რომლის საშუალებითაც მსგავსი ინფორმაციის ნახვა შეგვეძლება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

,,გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ,,ევროპული საქართველო“ პარლამენტში, საკითხის ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის ფარგლებში განხილვას ითხოვს.