ბაშარ ალ-ასადი: ევროპულმა ქვეყნებმა სირიაში ბანდფორმირებების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ

ბაშარ ალ-ასადი: ევროპულმა ქვეყნებმა სირიაში ბანდფორმირებების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ

ევროპულმა ქვეყნებმა სირიაში ბანდფორმირებების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ თუ სურთ თავი ტერორისგან დაიცვან, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ხორვატული გაზეთ „ვეჩერნი ლისტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

სირიის პრეზიდენტის თქმით, კონტაქტები დამასკოსა და ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებს შორის მას შემდეგ შეწყდა, რაც საფრანგეთმა სირიაში ანტისამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა დაიწყო.

„შეუძლებელია ტერორიზმთან ბრძოლაში პარტნიორობა თუ ადგილი აქვს პოლიტიკურ შუღლს“, - აღნიშნა ბაშარ ალ-ასადმა.