განცხადება მამუკა მდინარაძემ „თამბაქოს კონტროლის შესახებ

განცხადება მამუკა მდინარაძემ „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ნამდვილად შეიძლება იყოს ამ პარლამენტის წევრი ამაყი, რომ ჩვენ ამ კანონს ვიღებთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თითოეული წევრის სიცოცხლეს, ისევე როგორც, ამავე პათოსით შეგვიძლია ვილაპარაკოთ საგზაო  უსაფრთხოების ნორმებზე, რომელსაც მივიღებთ და აქაც ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვუფრთხილდებით. ასევე გვექნება საფუძველი ვილაპარაკოთ ნარკოპოლიტიკაზე, სადაც ჩვენ ლიბერალიზაციას ვაპირებთ კონკრეტული მიმართულებებით მკურნალობასთან მიმართებაში. არის საუბარი და ასევე შესაბამისად მკაცრები ვიქნებით განმსაღებლებთან მიმართებაში და ასევე ვისაუბრებთ, ამავე პათოსით სხვა მრავალ კანონზე, რომელთა მთავარი მიზანი იქნება გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, ჩვენ წინ გვაქვს ძალიან ბევრი კანონპროექტი და დღეს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ამ კანონის მხარდაჭერისაკენ.