მოსკოვის საგადასახადო ინსტიტუტის შენობაში ბომბს ეძებენ

მოსკოვის საგადასახადო ინსტიტუტის შენობაში ბომბს ეძებენ

მოსკოვის საგადასახადო ინსტიტუტის შენობიდან 400-მდე სტუდენტისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი შენობაში ბომბის არსებობის შესახებ სატელეფონო შეტყობინება გახდა, - იუწყება სააგენტო „ტასი“.

„ინფორმაცია აფეთქების საფრთხის შესახებ ტელეფონით შემოვიდა უცნობი პირისგან“, - განაცხადეს სამართალდამცავ ორგანოებში. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და კინოლოგები არიან მობილიზებულნი.