სანკტ-პეტერბურში ტერორისტებისთვის ხელშეწყობის ბრალდებით შუა აზიის ქვეყნების 6 მოქალაქე დააკავეს

სანკტ-პეტერბურში ტერორისტებისთვის ხელშეწყობის ბრალდებით შუა აზიის ქვეყნების 6 მოქალაქე დააკავეს

სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შუა აზიის ქვეყნების 6 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ტერორისტებისთვის ხელის შეწყობაში არიან ეჭვმიტანილი.

აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ საიტზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ექვსივე დაკავებული რუსეთში ფულის საშოვნად ჩავიდა. გამოძიების ვერსიით, 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე ეჭვმიტანილები სანკტ-პეტერბურგში შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეების „დავერბოვკებით“ იყვნენ დაკავებულნი.

გამომძიებლებმა მათ საცხოვრებელ ადგილებში ჩხრეკა ჩაატარეს, რომლის ფარგლებში ექსტრემისტული ლიტერატურა ამოიღეს.

საგამოძიებო კომიტეტში განმარტეს, რომ ჯერ ინფორმაციას არ ფლობენ, იყვნენ თუ არა დაკავებულები პეტერბურგის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტის შემსრულებელთან დაკავშირებული.