„ისლამური სახელმწიფო“ - ამერიკა, შენ იდიოტი გმართავს

„ისლამური სახელმწიფო“ - ამერიკა, შენ იდიოტი გმართავს

ამერიკა იძირება და მას იდიოტი მართავს, - განაცხადა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბი ალ-ჰასან ალ-მუჰაჯერმა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
„ამერიკა, შენ იძირები და მხსნელი არ გყავს. ამერიკა, შენ ხალიფატის ჯარისკაცების ნადავლი გახდი, გაკოტრებული ხარ და შენი დაშლის ნიშნებს ყველა ხედავს“, - ნათქვამია „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაში. 
„ამის უტყუარი ნიშანი ის ფაქტია, რომ შენ, ამერიკა, იდიოტი გმართავს, რომელმაც არ იცის რა არის სირია, ერაყი და ისლამი“, - აღნიშნავს „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალური წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება თავისი პრეზიდენტობის პრიორიტეტად დაასახელა.