შსს-ს ინფორმაციით, ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ღონისძიებაში ქართული მხარეც იყო ჩართული

შსს-ს ინფორმაციით, ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ღონისძიებაში ქართული მხარეც იყო ჩართული

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 17 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ესპანელი სამართალდამცველები ქართველებს ქურდობასა და ყაჩაღობას ედავებიან. არსებული ინფორმაციით, პოლიცამ ქართველები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში დააკავა. 

როგორც ”ინტერპრენიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს 17 მოქალაქე ესპანურმა პოლიციამ 3-4 თვის წინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაში, ესპანეთში საქართველოს ატაშეც აქტიურად იყო ჩართული.