IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის პოლიტიკური საფრთხეა

IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის პოლიტიკური საფრთხეა

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად,  გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 53% ფიქრობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა, ამასთან, ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობებიც უნდა შეინარჩუნოს. 

რესპონდენტთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ პროევროპული უნდა იყოს. გამოკითხულთა 12%-ის აზრით, საქართველოს პრორუსული კურსი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამასთან, ევროკავშირისა და დასავლეთის მოკავშირედაც უნდა დარჩეს. მხოლოდ პრორუსულ კურსს კი გამოკითხულთა 3% ემხრობა.

IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის პოლიტიკური საფრთხეა, 57% კი თვლის, რომ რუსეთი ქვეყნისთვის ეკონომიკურ საფრთხეს წარმოადგენს. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, კვლევის თანახმად, საქართველოს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან პარტნიორად გამოკითხულთა 42% ევროკავშირს, 33% აშშ-ს, 29%აზერბაიჯანს, 28% კი უკრაინას ასახელებს.