IRI-ის კვლევით, რუსეთთან შემდგომ დიალოგს რესპონდენტთა 53% მხარს უჭერს

IRI-ის კვლევით, რუსეთთან შემდგომ დიალოგს რესპონდენტთა 53% მხარს უჭერს

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთთან შემდგომ დიალოგს რესპონდენტთა 53% მხარს უჭერს. კითხვაზე, ”უჭერთ თუ არა მხარს რუსეთთან შემდგომ დიალოგს?” გამოკითხულთა 29% პასუხობს, რომ მხარს ნაწილობრივ უჭერს, 6% ნაწილობრივ არ უჭერს მხარს, რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი კი რესპოდენტთა 10%-ია. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 2%-ს.

ამასთან, კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 39% საქართველოს მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან ნაწილობრივ დადებითად აფასებს. რესპოდენტთა 15% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ურთიერთობა რუსეთთან პოზიტიურია, 24% თვლის, რომ აღნიშნული ურთიეთობები ნაწილობრივ ნეგატიურია, გამოკითხულთა 11% კი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის ურთიერთობა რუსეთთან ნეგატიურია.