IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარს უჭერს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარს უჭერს

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარს უჭერს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს გამოკითხულთა 64%, ნაწილობრივ უჭერს მხარს - 26%, ნაწილობრივი არ უჭერს მხარს - 3%, ხოლო კატეგორიულად წინააღმდეგია ასევე 3%. გამოკითხულთა 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, მას გამოკითხულთა 56% სრულად უჭერს მხარს, 26% - ნაწილობრივ, 6% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 7% - კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება +- 2,5%-ია.