ოლანდი, მერკელი და პუტინი ტერორიზმთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ

ოლანდი, მერკელი და პუტინი ტერორიზმთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პირველმა პირმა ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ საუბარია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.

ამ ინფორმაციის თანახმად, ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს ვლადიმერ პუტინსა და რუს ხალხს და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს.

„სამივე ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, უფრო მეტად გააუმჯობესონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ, კონკრეტულად კი, სასარგებლო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლის კუთხით“, - ნათქვამია კომუნიკეში.

მხარეებმა საუბრის დროს, მინსკის შეთანხმებების რეალიზაციის საკითხიც განიხილეს.