ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა დავიწყოთ მოსახლეობის ნდობის მანდატის კვლევებით გაზომვა

ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა დავიწყოთ მოსახლეობის ნდობის მანდატის კვლევებით გაზომვა

ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ მოსახლეობის ნდობის მანდატის კვლევებით გაზომვა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს IRI-ს კვლევების შედეგების კომენტირებისას განუცხადა.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ კვლევებით გაზომვა ჩვენი მოსახლეობის ნდობის მანდატის, რადგან სულ რაღაც სამ თვეზე ცოტა მეტია გასული ბოლო არჩევნებიდან, როდესაც ქვეყანაში იყო მასშტაბური ორტურიანი არჩევნები და მმართველ გუნდს ასეთი მაღალი მანდატი აქვს. ბუნებრივია, ყველაზე კარგი ბარომეტრი და კარგი ათვლის წერტილი სწორედ არჩევნების დღეს გაკეთებული ნდობით კეთდება. სხვა შუალედური კვლევები უფრო ტენდენციების და სხვადასხვა ინფორმაციისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ციფრებში არ იქნება ნდობის რეიტინგი გამოხატული”, - განაცხადა ბესელიამ.