IRI-ის კვლევით, პოლიტიკოსთა რეიტინგში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

IRI-ის კვლევით, პოლიტიკოსთა რეიტინგში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ დადებითადაა განწყობილი. 

კერძოდ, შეკითხვას „რა მოსაზრება გაქვთ შემდეგ პოლიტიკოსებზე“, ჩამოთვლილ პოლიტიკოსთა შორის რესპონდენტთა 67%-მა დადებითი პოზიცია გიორგი მარგველაშვილზე დააფიქსირა.

მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა, რომელზეც გამოკითხულთა 65%-ს დადებითი მოსაზრება აქვთ, ხოლო მესამე ადგილზე 55%-ით გიორგი კვირიკაშვილია. 

შემდეგ 50%-ით დავით ბაქრაძე მოდის, 48%-ით დავით უსუფაშვილი, 39%-ით შალვა ნათელაშვილი, 37%-ით კახა კალაძე, 35%-ით თეა წულუკიანი.