რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაასახელა იმ მამაკაცის სახელი, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში აფეთქება განახორციელა.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ტერაქტი 1995 წელს დაბადებულმა აკბარჟონ ჯალილოვმა მოაწყო.
მათი განცხადებით, ჯალილოვმა ბომბი მეტროსადგურზე "Площадь Восстания" დატოვა.
რუსეთის მოქალაქე აკბარჟონ ჯალილოვი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქე იყო.