სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის წარმოჩენა, როგორც რუსეთზე სირიის გამო შურისძიება, ცინიკურია

სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის წარმოჩენა, როგორც რუსეთზე სირიის გამო შურისძიება, ცინიკურია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის წარმოჩენა, როგორც რუსეთზე სირიის გამო შურისძიება, ცინიკურია.

„რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ეს ტერაქტი რუსეთზე შურისძიებაა სირიაში ჩვენი პოლიტიკის გამო - ასეთი მსჯელობა ცინიკურია. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ ობამას ადმინისტრაციისას პენტაგონის ზოგიერთი წარმომადგენელიც იზიარებდა მსგავს მოსაზრებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

"ვთვლი, რომ ეს არ ეკადრებათ პოლიტიკოსებს და იმედი მაქვს, რომ არსებულ სიტუაციაში, როდესაც ტერორიზმი ყველას ემუქრება, მსგავს ორმაგ სტანდარტებს ადგილი არ ექნება“, - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.