სამთავრობო ცვლილებები ჩვენი ოპონენტების ოცნებებია, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თემაზე კომენტირებისას განუცხადა.
ჯეჯელავას განცხადებით, შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
”სამთავრობო ცვლილებები ჩვენი ოპონენტების ოცნებებია. რეალური პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ხალხს არ აქვს, ამიტომ, ასე ვთქვათ, აპელირებს ასეთი ხრიკებით. ამ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ აქვს”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს.
”სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არაფერი მსმენია და ვერაფერს გეტყვით. თუ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა, ბუნებრივია, კანდიდატების შერჩევა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.