პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენისას დებატების ფორმატს ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ გამოვიყენებთ

პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენისას დებატების ფორმატს ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ გამოვიყენებთ

საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენისას დებატების ფორმატს ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ გამოიყენებს.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, პარლამენტში არის სერიოზული პრობლემა ანგარიშვალდებულებისა და დებატების გამართვის კუთხით, რადგან “ქართული ოცნებისთვის” პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სურვილების გაფორმების ადგილს წარმოადგენს.

“პარლამენტში არც ერთი მინისტრი არ მოდის, როდესაც ჩვენ მათ პრობლემებზე სასაუბროდ ვიბარებთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, დებატების შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ იმ პრობლემებზე საუბრისთვის, რაც ქვეყანაში არსებობს. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, პრობლემებია მედიაგარემოს კუთხით, მოსმენებთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენ ამ საკითხებზე ვეცდებით რეალური დებატების გამართავს და მოვითხოვთ პასუხების მიღებას”, - განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

პრეზიდენტი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტს 7 აპრილს წარუდგენს. პრეზიდენტის მოსმენის შემდეგ დებატები გაიმართება.